ვაჟა-ფშაველას ენა
მკითხველთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია,რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ დიალექტით წერდა და სალიტერატურო ენას ნაკლებად იყენებდა. მწერლის ენის უკეთ გასაცნობად მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან მის შემდეგ ნაწარმოებებს: ,,ალუდა ქეთელაური",,,სტუმარ-მსპინძელი" ,,არაგვს",,სიმღერა",,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს", ,,ია" , ,,ქუჩი", ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", ,,ენა".(პოემებს,ლექსებს,მოთხრობებს,პუბლიცისტურ წერილებს); დააკვირდებიან თითოეული მათგანის მხატვრულ ენას, იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნას, თუ რომელი ჟანრის ნაწარმოებებში ჭარბობს დიალექტი,ხოლო რომელში იყენებს ავტორი მხოლოდ სალიტერატურო ენას.
პროექტს პრეზენტაციის სახით წარუდგენენ აუდიტორიას.
ფიქრია,ძალიან მომეწონა შენი პროექტის იდეა.დაგეთანხმები,რომ ვაჟას წერის სტილსა და მანერაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.ჩემი აზრით,მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებიან მუშაობაში.კარგი იქნება,თუ ამ მუშაობას ექცსკურსიით დააგვირგვინებთ და ბავშცები უშუალოდ მოინახულებენ დიდი ვაჟას საცხოვრებელს...იქ შესაძლებლობა მიეცემათ უკეთ გაიაზრონ ბუნების მგოსნის ენის სიყვარულს...სხვა ე.წ.შენიშვნა არ მაქვს.წარმატებებს გისურვებ!
ReplyDeleteპროექტის იდეა,მართლაც, საინტერესოა.მართლაც.ხშირად აკრიტიკებდნენ ვაჟას ენის გამო. აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა აკაკის ცნობილი "ენას გიწუნებ, ფშაველო" და სხვა კრიტიკოსების დამოკიდებულებაც. ბავშვები საკუთარი დასკვნების გამოტანის შემდეგ, თუ მოიხმობენ ვაჟას ენის შესახებ შესახებ თანამედროვე პროგრესულ დამოკიდებულებებს, ალბათ, პროექტს უფრო საინტერესოს გახდის.
ReplyDeleteდარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ბევრის მომცემი იქნება მოსწავლეებისთვის.