ვაჟა-ფშაველას ენა
მკითხველთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია,რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ დიალექტით წერდა და სალიტერატურო ენას ნაკლებად იყენებდა. მწერლის ენის უკეთ გასაცნობად მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან მის შემდეგ ნაწარმოებებს: ,,ალუდა ქეთელაური",,,სტუმარ-მსპინძელი" ,,არაგვს",,სიმღერა",,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს", ,,ია" , ,,ქუჩი", ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", ,,ენა".(პოემებს,ლექსებს,მოთხრობებს,პუბლიცისტურ წერილებს); დააკვირდებიან თითოეული მათგანის მხატვრულ ენას, იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნას, თუ რომელი ჟანრის ნაწარმოებებში ჭარბობს დიალექტი,ხოლო რომელში იყენებს ავტორი მხოლოდ სალიტერატურო ენას.
პროექტს პრეზენტაციის სახით წარუდგენენ აუდიტორიას.
Friday, September 30, 2016
Sunday, September 25, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ვისაუბრეთ პროექტის შინაარსზე,იმაზე,თუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ ვიმუშაოთ პროექტზე,რა არის საჭირო იმისათვის,რომ მოსწავლეებისათვის,მასწავლებლისათვის საინტერესო და სასარგებლო იყოს პროექტზე მუშაობა.
გარდა ამისა,ვისწავლეთ,როგორ შევქმნათ ბროშურა,რათა პროექტის იდეები და მნიშვნელობა მივიტანოთ მშობლამდე,რათა იგი მონდომებით ჩაერთოს თანამშრომლობაში,მასწავლებელთან და მოსწავლესთან ერთად.
გარდა ამისა,ვისწავლეთ,როგორ შევქმნათ ბროშურა,რათა პროექტის იდეები და მნიშვნელობა მივიტანოთ მშობლამდე,რათა იგი მონდომებით ჩაერთოს თანამშრომლობაში,მასწავლებელთან და მოსწავლესთან ერთად.
ინტელის ტრენინგები დაიწყო...
ინტელის ტრენინგს მოუთმენლად ველოდი...ვიცი,ეს მოლოდინი გამართლებული იქნება. ვფიქრობ,პროექტზე ვიმუშავებთ და ყველაფერი,რაც ამ თემას ეხება,ჩემთვის ნათელი გახდება.
ეს ტრენინგი გამიადვილებს სამომავლოდ პროექტებზე მუშაობას და ,რაც მთავარია,მიხარია,რომ ეს მუშაობა ტექნოლოგიების საშუალებით უფრო საინტერესო და შინაარსიანი იქნება.
ეს ტრენინგი გამიადვილებს სამომავლოდ პროექტებზე მუშაობას და ,რაც მთავარია,მიხარია,რომ ეს მუშაობა ტექნოლოგიების საშუალებით უფრო საინტერესო და შინაარსიანი იქნება.
Subscribe to:
Posts (Atom)