Sunday, October 23, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

                                 

     დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა: პრეზენტაციის დღე...თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა ნაშრომი . მოვისმინეთ საპირისპირო აზრები და  დავინახეთ ჩვენი პროექტის ძლიერი თუ სუსტი მხარეები,როგორც შინაარსობლივი თვალსაზრისით,ასევე ტექნიკურითაც.

Saturday, October 22, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

   დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებები,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონზე, ჩეკლისტებზე,მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები,მივიღეთ დავალება,ხვალისათვის :მოვამზადოთ პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, October 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ წინა ტრენინგის მასალებს,გავარკვიეთ და დავაზუსტეთ ბუნდოვანი საკითხები, ვიმუშავეთ  პროექტის შეფასების კრიტერიუმებზე.დაწვრილებით გავეცანით,თუ რა სახის რუბრიკებით შეიძლება,შეფასდეს მოსწავლის ნამუშევარი.შემდეგ კი ეს დოკუმენტი შევინახეთ გუგლ დრაივში.

Saturday, October 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ოოო!!! დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ...

მოსწავლის ნამუშევარზე ...
მესამე მოდულიდან ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი,გადმოვტვირთეთ ბლოგზე მისამართები გამოყენებული ლიტერატურისა,მასალებიც...  :)  
ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, ავტვირთეთ ბლოგზე...შემდეგ კი ბლოგზე საზღვრების კორექტირებას გავეცანით.
საკმაოდ ბევრ ვიმუშავეთ  და იმედია,კარგად გადმოვეცი  მეექვსე დღის რეფლექსია.

Friday, October 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღეს პროექტის ზოგად,თემატურ და შინაარსობლივ კითხვებზე ვისაუბრეთ .პროექტის შეფასების სტრატეგიებს გავეცანით.გავიხსენეთ ბლოგზე ფონის შეცვლის პროცესი,გავხსენით ბლოგზე ახალი გვერდები ,რომლებშიც ავტვირთეთ პუბლიკაცია ჩვენ შესახებ,ფოტოები და ვიდეოები..
დრო მუშაობაში ისე გადის,ვერც ვიგებ...